"რამდენიმე საათში დემონტაჟს დაიწყებენ" - გამოსახლებულების პირველი ღამე ღია ცის ქვეშ (ფოტოები თვალჭრელიძის ქუჩიდან)
გამოსახლებულების პირველი ღამე ღია ცის ქვეშ - გუშინ საერთო საცხოვრებლიდან გამოყრილი ადამიანების ნაწილმა ღამე ქუჩაში დივნებზე, სკამბეზე და ლეიბებზე გაათენეს.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, რამდენიმე საათი მისცეს იმისთვის, რომ საერთო საცხოვრებლიდან ნივთები გამოიტანონ, შემდეგ კი შენობის დემონტაჟს დაიწყებენ.
რამდენიმე საათი გვაქვს დრო, რომ ნივთები გამოვიტანოთ და მალე დემონტაჟს იწყებენ. ბატონი კახი ისეთ კომენტარებს აკეთებს, უსირცხვილო ადამიანია. მინდა გაიგოს, ბატონო კახი, უსირცხვილო ადამიანი ხარ", - აცხადებს გამოსახლებული.
"დატვირთული მყავს მანაქანა და მივდივარ, არც სახლი მაქვს არც კარი, დავბინავდები სადღაც ჰაერზე" - ამბობს მოქალაქე.
300 ლარს გვეუბნებიან მოგცემთო, სამას ლარად რა უნდა ვქნათ, ვერაფერს ვერ ვიქირავებთ, ან 4 თვის მერე რა ვქნათ? - აცხადებს გამოსახლებული.
39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.
ხუთი კორპუსიდან ერთი უკვე ნანგრევებადაა ქცეული. თვალჭრელიძის ქუჩა ისევ პოლიციიის ალყაშია.