თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა-რა ინფორმაცია გამოიტანა უფლებადამცველმა იზოლატორიდან

25.07.25 11:29
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა-რა ინფორმაცია გამოიტანა უფლებადამცველმა იზოლატორიდან

გუშინ ღამით თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების ნაწილი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ლაშა ტყეშელაძე ამბობს, მათ დაკავების მომენტში დაზიანებები არ მიუღიათ.

დაკავებულები ბრალის წარდგენას დღის ბოლომდე ელოდებიან, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გაუხანგრძლივონ პატიმრობის დრო და სასამართლოში 24 საათში არ გადაიყვანონ.

ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებულების ნაწილს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

ერთ-ერთმა დაკავებულმა განმიმარტა, რომ იქ იყვნენ ტიტუშკები, რომლებიც არ იყვნენ პოლიციელები, მათ ეკეთათ ნიღბები. მათი სახელებიც არის ცნობილი, ესენი იყვნენ დაჯგუფების წევრები და აქ იმიტომ იყვნენ, რომ პოლიციასთან ერთად როდესაც ნიღბიანი პირები არიან და გვაქვს კანონი, რომ არ შეიძლება ნიღბიანი პირების ყოფნა, მათ არაფერს ეტყოდნენ. ისინი გააცილეს და დააკავეს სოლიდარული ადამიანები, რომლებსაც არ დაურღვევიათ კანონი. სამწუხარო პრაქტიკას ისევ აგრძელებს შსს, რომ მათ არ მიეცეთ სწრაფი დაცვის უფლება. ჩვენ არ ვიცოდით, თუ სად იყვნენ გადაყვანილები და როგორ. დარწმუნებული ვარ, რომ მათაც გაუხანგრძლივებენ 48 საათს, და 24 საათში არ გადაიყვანენ სასამართლოში, რაც შეეხება დაკავებულებს-ნაწილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რომელიც ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გილოსხმობს, -განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

დაკავებების სერია თვალჭრელიძის ქუჩაზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოსახლების პროცესში პოლიციამ 17 პირი დააკავა. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივი გამოსახლებულები, ისე სამოქლაქო აქტივისტები. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.