"არცერთი სახელმწიფო რგოლო ადამიანზე ორიენტირებული არ არის" - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
გუშინ, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეების იძულებით გამოსახლებას "ლელო -ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. კოალიციის წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის შეფასებით, ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" არ არის ორიენტირებული ადამიანებზე, მათ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე ჩუღურეთში, გოგოლის ქუჩაზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც საუბრობს, სადაც ავარიული სახლის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მისი თქმით, ჩამონგრევის პირას მყოფი შენობა საფრთხეს არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებ, არამედ გამვლელებსაც უქმნის.
გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე ამბები, როცა "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლებამ, ქალაქ თბილისის მერიამ, კახა კალაძემ ველურებივით გამოყარეს სახლებიდან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, დატოვეს ღია ცის ქვეშ. აქ არ არის მხოლოდ თბილისის მერიის უასუხისმგებლობის ამბავი. ეს ყველაფერი მიუთითებს "ქართული ოცნების" მმართველობის სისტემურ გაუმართავობაზე, როცა ყველა რგოლი არის მოშლილი და არცერთი რგოლი სახელმწიფოში არ არის ორიენტირებული ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ვნახეთ ღია ცის ქვეშ დატოვებული ბავშვები. ჩვენ ვიმყოფებით დღეს სწორედ ასეთ პრობლემურ ადგილზე, ჩუღურეთში, გოგოლის ქუჩაზე. ჩვენს კოალიციას, "ლელო-ძლიერ საქართველოს" მომართეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. მოგვმართეს იმიტომ, რომ ისინი მრავალი წლის განმავლბაში მიმართავენ თბილისის მერიას და მათგან ამ დრომდე ვერ იღებენ კონკრეტულ პასუხებს.
ჩვენს გვერდზე იმყოფება ბატონი მიხეილი, რომლის სახლიც არის ავარიულ მდგომარეობაში. ადამიანმა თვითონ, საკუთარი ძალებით გაამაგრა რამდენჯერმე საკუთარი საცოხვრებელი სახლი, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი. სახლი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას.
სახლი არის ავარიული, არის ჩამონგრევის პირას და ვხედავთ, რომ ეს ადგილი არ არის შემოსაზღვრული და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ სახლებშ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მათი ოჯახების უსაფრთხოებას, არამედ გამვლელებსაც. ნებისმიერ დროს შეიძლება აქ დატრიალდეს ის ტრაგედია, რაც სულახლახანს მოხდა სადგურის მოედანზე, სადაც სრულიად უდანაშაულო ხალხი დაიხოცა ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის და მისი გარემოცვის უპასუხისმგებლობის გამო, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.