თვალჭრელიძის ქუჩა, დღე მეორე - პერიმეტრს ისევ ნიღბიანები აკონტროლებენ (ფოტოები)

25.07.25 11:40
თვალჭრელიძის ქუჩა, დღე მეორე - პერიმეტრს ისევ ნიღბიანები აკონტროლებენ (ფოტოები)

 

 

თვალჭრელიძის ქუჩა, დღე მეორე - აფრიკის დასახლებაში, სადაც საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებულების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს, ისევ პოლიციის ალყაშია. პერიმეტრს გუშინდელის მსგავსად, დღესაც ისევ ნიღბიანები აკონტროლებენ. 

მათი გადაადგილბის კადრები "პირველების" კამერამ გადაიღო- ნიღბიანები კომუნიკაციაში არიან პოლიციელებთან და საერთო საცხოვრებელის შენობაშიც შედიან, სადაც მოქალაქეებს და მედიას არ უშვებენ. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნიღბიანებს ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ ადგილზე და ვისი დავალებით აკონტროლებენ პერიმეტრს, თუმცა მათ არცერთ კითხვას არ უპასუხეს. 

39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.

რაც შეეხება გამოსახლებულებს, რომლებმაც ღამე ღია ცის ქვეშ ლეიბებზე და სკამებზე გაათენეს, ამბობენ, რომ რამდენიმე საათი აქვთ, შენობიდან ნივთების გამოსატანად, რადგან გააფრთხილეს, რომ შენობის დემონტაჟს რამდენიმე საათში დაიწყებენ.