დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა - თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო

25.07.25 13:02
დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა - თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო

 

 

ცოტა ხნის წინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო - დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა.

გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა. 

"ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენელს დღეს სოციალურად დაუცველებისგან და დევნილებისგან ნიღბიანი პირები და პოლიციელები იცავენ. ხალხი კი ტერიტორიას არ ტოვებს და სამართლიანობას ითხოვს. 

გაგვესაუბრონ და სანამ დაგვაკმაყოფილებენ, სადმე შეგვშვან, საცხოვრებელი მოგვცენ. დღეს შეიძლება იწვიმოს და შეიძლება მოგვიწიოს წვიმაში ყოფნა, სად უნდა წავიდეთ? აგერ კომპანისი წარმომადგენელსაც გამოვეკიდეთ, კახა კალაძესაც ვთხოვ, ადამიანი ხოა, ადამიანურად დავგდები და დაველაპარაკები ჩვენს გაჭირვებაზე. გუშინ სიცხიანი ბავშით იყვნენ გარეთ, წამალი არ მიაწოდეს, რომ ბავშვისთვის სიცხე დაეწიათ. კაცი დილით გახდა ცუდად, სასუნთქი ჟანგბადი დასჭირდა, სასწრაფომ გადაიყვანა, რატომ უნდა ვკვდებოდეთ?"- აცხადებს გამოსახლებული.