"3 წლის შვილი მყავს, გამოგვაგდეს, რაც მაცვია იმით გამოვედი, ბევრი ნივთიც დაიკარგა" - გამოსახლებული

25.07.25 13:34
"3 წლის შვილი მყავს, გამოგვაგდეს, რაც მაცვია იმით გამოვედი, ბევრი ნივთიც დაიკარგა" - გამოსახლებული

 

 

თვალჭრელიძის პირველი ნომრიდან გამოსახლებულები ამ დრომდე საერთო საცხოვრებლის შენობასთან დგანან და საცხვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.

სამი წლის შვილი მყავს, გამოგვაგდეს, რაც მაცვია იმით გამოვედი, არც ვიცი ჩემი ტანსაცმელი სად არის, ბევრი ნივთიც დაიკარგა. ძაღლსაც არ მოექცევიან ასე, ჩვენ რომ მოგვექცნენ. ველოდებით, მაინც იმედი გვაქვს, მაგრამ, არ ვიცი რისი. ჩვენ თუ ვუშველით ჩვენ თავს, თორემ ამ მთავრობას ფეხებზე ვკიდივართ. შემოთავაზება არის 1000-დან 15 ათასი ლარიო და  არ მინდა ეგ ფული, მიყიდოს მაგ ფულით ბინა, მომცეს და ეგ ფული თავად წაიღოს", - ამბობს გამოსახლებული.

ცოტა ხნის წინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო - დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა.

გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა.