"ჩემს მეზობელს ფული ჰქონდა და პოლიციამ აიღო, მოიპარეს... რაც შეეხება კომპანიას, არანაირი შემოთავაზება არ გვქონია"- გამოსახლებულები
თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები პოლიციელებს ძარცვაში ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ საერთო საცხოვრებლის ოთახებში შესულებს შენახული ფული ადგილზე აღარ დახვდათ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს თანხა მეზობლებს კრედიტით ჰქონდათ გამოტანილი და სესხისთვის სჭირდებოდათ.
კარი გატეხეს და შევიდნენ და ჩემს მეზობელს ჰქონდა 40 ლარი და ხურდები ჰქონდა კიდევ, აიღო ეს პოლიციამ და გამოიტანა იქიდან, რა უნდა ველაპარაკო იმ პოლიციას, მოპარვაა ეს ყველაფერი აბა რა არის", - ამბობს მოქალაქე.
მეზობელს კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, იმიტომ, რომ სახლი მაგ ფულით ააშენა, მაგიდის ქვეშ მაქვსო იძახდა, უნდა ჩაერიცხა სესხში და ისიც მოპარეს. 565 ლარი ტელევიზორი სადაც მაქვს იქ მედო და როცა ცოლი შეუშვეს ნივთების ჩასალაგებლად, ის ფული არ იყო. კრედიტი უნდა დაეფარათ მაგით. პატრონი აღარ გვყავს, კალაძეს ბატონობითაც კი აღარ მივმართავ, ეგ არ არის თბილისის მერობის ღირსი და არც იმის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს", - განაცხადა გამოსახლებულმა.
რაც შეეხება შენობის მესაკუთრე კომპანიის მხრიდან შეთავაზებას, გამოსახლებულები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებზე მათთან არავინ მისულა, არადა დღეს ადგილზე მისული "ბლექსი ფროფერთის" თანამშრომელი მედიასთან ამტკიცებდა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებლების ნაწილთან შეთანხმება შედგა.
არავისთან არ ყოფილა არც გასაუბრება, არც შემოთავაზება. ჩემთვის პირადად არავის უთქვამს, რომ ვინმემ კონტრაქტზე ხელი მოაწერა", - ამბობს გამოსახლებული.
რაც შეეხება ნივთების და თანხის დაკარგვას, დღეს ამის შესახებ "ბლექსი ფროფერთის" თანამშრომელს, გიორგი ჩაფიძეს კითხვა პირველებმა დაუსვა. შენობის მესაკუთრე კომპანიის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ ამის შესახებ პრიველად გაიგო.
პირველად გავიგე თანხის დაკარგვაზე, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბმისმა სამსახურმა", - აცხადებს გიორგი ჩაფიძე.