"გიორგი პაციენტებს აკლიათ" - გიორგი ბიძინაშვილი ახობაძეზე

25.07.25 22:09
"გიორგი პაციენტებს აკლიათ" - გიორგი ბიძინაშვილი ახობაძეზე

"გიორგი პაციენტებს აკლიათ" - სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის მეგობარმა, გიორგი ბიძინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსამართლეს "თვალები აეხილება და გამოუშვებს გიორგის, რადგან პატიმრის ბრალდება დაუსაბუთებელია და ყველაფერში შეცდომაა დაშვებული". 

"მინდა მჯეროდეს იმ სასწაულის, რომ აეხილებათ თვალი მოსამართლეს და გამოუშვებს გიორგის იმიტომ, რომ საერთოდ დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ყველაფერში არის შეცდომა დაშვებული. 

თან ვისთან, გიორგისთან, ბიოლოგია არა მგონია ამაზე კარგად მაგათმა იცოდნენ. ნერწყვის დეენემი აღმოჩნდა ე.წ. წამლის შეფუთვაზე, რას შვრებოდა კოცნიდა იმ წამალს?..

მესმის, რომ შეიძლება ისეთი ადამიანი ცოტა შორს, რომ არის ბიოლოგიასთან შეიძლება რაღაც დონეზე შეაცდინო მოატყუო მარა... თავისთან - ადამიანთან, რომელიც ცოცხალი ანგელოზია, საშვილიშვილოდ აქვს მადლი მოხვეჭილი, რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი...

იმათ აკლდებათ, ვისაც გიორგიმ უნდა მიხედოს და ოჯახს," - განაცხადა გიორგი ბიძინაშვილმა. 

 

დღევანდელ პროცესზე გიორგი ახობაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მის საქმეზე განაჩენი 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოცხადდება

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.