"ბიჭებო, ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების გაუბედურება როდიდან გახდა თქვენი ამოცანა?" - შაიშმელაშვილის მიმართვა პოლიციელებს

26.07.25 10:20
"ბიჭებო, ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების გაუბედურება როდიდან გახდა თქვენი ამოცანა?" - შაიშმელაშვილის მიმართვა პოლიციელებს

ბიჭებო, ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების გაუბედურება როდიდან გახდა თქვენი ამოცანა? - ასე მიმართავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი იმ პოლიციელებს, რომლებიც თვალჭრელიძის ქუჩაზე მოქალაქეების გამოსახლების პროცესში არიან ჩართულნი და ბევრ მათგანს გამოსახლებულები ძარცვაშიც კი ადანაშაულებს. 

"როდის გადაგვიქციეს ფორმა - ჩვენივე მოქალაქეების გასამაწარებელ იარაღად?" - წერს სოციალურ ქსელში შაიშმელაშვილი ყოფილი კოლეგების მისამართით. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ბიჭებო, ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების გაუბედურება როდიდან გახდა თქვენი ამოცანა?

სახლში დაბრუნებულები, მძინარე შვილებს საბანს რომ უსწორებთ, წამიერად მაინც არ გეფიქრებათ ღია ცის ქვეშ დარჩენილ ბავშვებზე??? 

არადა მათ უსაფრთხოებას უნდა იცავდეთ!!!

ესე როდის გადავგვარდით და ვდეგრადირდით?
როდის დავკარგეთ ადამიანობა? როდის გადაგვიქციეს  ფორმა - ჩვენივე მოქალაქეების გასამაწარებელ იარაღად?", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.