მოსამართლე ჩაგუნავამ მარიამ მეყანწიშვილის და სოფიო მარკოზიას პროცესიც გადადო

26.07.25 15:27
მოსამართლე ჩაგუნავამ მარიამ მეყანწიშვილის და სოფიო მარკოზიას პროცესიც გადადო

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების,  მარიამ მეყანწიშვილის და სოფიო მარკოზიას პროცესიც გადადო. მანამდე ჩაგუნავამ ასევე გადადო სხვა აქტივისტების, ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის პროცესიც.

ცოტა ხნის წინ კი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დაკავებული გამოსახლებულები ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი, რომლებიც პოლიციამ 24 ივლისს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.