პროპაგანდა სინდისის პატიმრების და ოპოზიციის გასაშავებლად- რა მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ ოპონენტების დისკრედიტაციას

01.08.25 17:43
პროპაგანდა სინდისის პატიმრების და ოპოზიციის გასაშავებლად- რა მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ ოპონენტების დისკრედიტაციას

ტროლები, ბოტები და ანონიმური გვერდები სინდისის პატიმრების და ოპოზიციის გასაშავებლად-რა მეთოდებით ცდილობს “ქართული ოცნებას“ პოლიტიკური პატიმრების და ოპონენტების დისკრედიტაციას.

სქემა ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა“ გაშიფრა და დაადგინა, რომ პატირმების და რეჟიმის მოწინააღმდეგეების შავი პიარ -კამპანია  ორგანიზებულია და მასში პორპგანდისტული გვერდები, სამთავრობო მედია, “ოცნების“ ე.წ. ექსპერტები და  ბოტები ერთობლივად ჰყავთ ჩართულები.

ასე ჩნდება სხვადსხვა გაურკვეველ გვერდებზე დამონტაჟებული ვიდეობი და მადისკრედიტებელი ტექსტები კონკრეტული პირების მიმართ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ტაქტიკა, პროპაგანდის ფორმები, რომლებიც “ოცნებას“ გადმოღებული აქვს კრემლიდან და ავტორიტარული სახელმწიფოების მსგავსად მოქმედებს. გაშავების კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, შექმნას ქვეყანაში ალტერნატიული რეალობა. 

ეს ფაქტობრივად, “ოცნების“ ხელწერა გახდა. ამ ადამიანებთან დაკაშვირებით, რაიმე გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, ამას მოყვება ხოლმე, საინფორმაციო უზრუნველყოფა. პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, ე.წ. ექსპერტები და ანონიმური გვერდები, კოორდინირებულად ცდილობენ, დისკრედიტაცია მოახდინონ ამ ადამიანების. ყველა ხერხს იყენებენ ამისთვის, აქ საუბარია, როგორც დამონტაჟებულ ვიდეოკადრებზე, ფოტო მასალაზე, გაშარჟებაზე და ა.შ. ბინძური ხერხები გამოიყენება ყველანაირი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს სააქმები არის პოლიტიკურად მოტივირებული. მიზეზი მარტივია, მათ უნდა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ. ეს სტილი ცხადია აღებულია კრემლისტური ტაქტიკებიდან, თუმცა, ეს არ გამოიყენება მხოლოდ რუსეთში, ისეთი ქვეყნები, სადაც ავტორიტარული რეჟიმები და დემოკრატიის ხარისხები არის დაბალი, ხშირად იყენებნ ხოლმე მსგავს ტაქტიკებს-ამბობს ლევან ნატროშვილი. 

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს არის კარგად შემუშავებული პროპაგანდის ფორმა, რომელსაც ცდილობს “ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად გამოიყენოს.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, ხელისუფლება როგორ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან ხშირად ადამიანები, ვინც ტროლის ფუნქციას ითავსებენ, მუშაობენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ვინაიდან, მზია არის ხელისუფლების სამიზნე, ჩვენ დავაკვირდით და განვაახლებთ ამ ინფორმაციას, როგორ ცდილობენ ისინი საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას. ცხადია, ეს ეხება მზიასაც და სხვა სინდისის პატიმრებსაც, მათ შორის ხდება მიზანმიმართული მანიპულაციების გავრცელება, ქალი ჟურნალისტების, ან ქალი აქტივისტების შემთხვევაში ხშირად გენდერული დეზინფორმაცია ვრცელდება დ მიზანია, მათი მორალური დისკრედიტაცია მოხდეს, -ამბობს თამარ კინწურაშვილი.

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ ყურადრებას აღარ აქცევს მსგავს ფაქტებს, რადგან გუშინდელი ნინო ნადირაძის ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ „შეურაცხადები არიან“.

უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას, იცი რატომ? გუშინდელ დღესაც ვუყურეთ, რა დღეში ჩავარდა ნინო ნადირაძე, აი, ზზუსტად ეგენი არიან ტროლები და ბოტები. ჩვენი ასეთი შეურაცხადები არასდროს ვყოფილვართ, მიუხედავად იმის, საკუთარი შვილია დაჭერილი, -ამბობს მარიზი კობახიძე.

ძალოვნებთან ერთად, პროპაგანდა არის ის მთავარი საყრდენი, რაზედაც დგას რუსული რეჟიმი,- ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი სიორიძე და მიიჩნევს, რომ “ტროლების და ბოტების ქარხნების მეშვეობით, ისინი რეალობის დამახინჯებას ცდილობენ“.

ძალოვნებთან ერთად, პროპაგანდა არის ის მთავარი საყრდენი, რაზედაც დგას რუსული რეჟიმი, თავიანთი ტროლების და ბოტების ქარხნების მეშვეობით, ისინი რეალობის დამახინჯებას ცდილობენ და მოწყვლადი ამომრჩევლისთვის ასეთი სინამდვილის ჩვენებას, განსაკუთრებით აქტიურდებიან ხოლმე, წინა საარჩევნო პერიოდში, გვახსოვს, ფეისბუქმა როგორ დაბლოკა „ოცნებასთან “ დაკავშირებული, დაახლოებით, 400 ანგარიში, გვახსოვს სისხლიანი ბანერები, ამით, ბუნებრივია, ისინი აღიზიანებენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, აღვივებენ შუღლსა და ღვარძლს საზოგადოებაში და უწყობენ ხელს საზოგადოების პოლარიზებას,- აცხადებს სიორიძე.

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია, „ექსპერტები“ და ტროლები ამხელა, რომლებიც მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ მოქმედებენ.

კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ოპერაციები გააქტიურდა და ამის თვალსაჩინოებისთვის ფოტო სქრინებია დართული, სადაც ჩანს, პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები.