როგორ მუშაობენ “ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია და ტროლები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ-ISFED-ის კვლევა

31.07.25 18:32
როგორ მუშაობენ “ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია და ტროლები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ-ISFED-ის კვლევა

„სამართლიანი არჩევნები“ ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიას, „ექსპერტებს“ და ტროლებს ამხელს, რომლებიც მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ მოქმედებენ.

კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის  ოპერაციები გააქტიურდა და ამის თვალსაჩინოებისთვის ფოტო სქრინებია დართული, სადაც ჩანს, პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები.

„გავრცელებული პოსტებით ცდილობდნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ხალხის მოთხოვნა იყო და სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა“-ვკითხულობთ კვლევაში.

თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეების სხდომების გაშუქებისას მედიასაშუალებებმა ბრალდებულთა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დამადასტურებელი არაერთი მასალა გაავრცელეს. ამის პარალელურად, მოქალაქეების აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის  ოპერაციები გააქტიურდა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე პატიმარს დამნაშავედ სცნობდა და სასჯელს მიუსჯიდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები „იმედი“, „POSTV“ და საინფორმაციო სააგენტოები განაჩენის გამართლებას და საკუთარ ფეისბუქგვერდებზე დაკავებულის მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებას იწყებდნენ. ამის შემდეგ ექსპერტად პოზიციონირებადი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და ანონიმური ანგარიშები აქტიურდებოდნენ, რომლებიც სოციალურ მედიაში იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ.
გარდა ამისა, სოციალური მედიის პლატფორმებზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ შექმნილ დროებით საპარალმენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული პოლიტიკოსების საწინააღმდეგო კამპანიაც აქტიურად მიმდინარეობდა. გავრცელებული პოსტებით ცდილობდნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ხალხის მოთხოვნა იყო და სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა, 
- წერია ინფორმაციაში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე