უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! - ქურდოვანიძე დათაშვილზე

02.08.25 16:28
უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! - ქურდოვანიძე დათაშვილზე

უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! - ასე ეხმაურება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციალციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე  ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების გადაწყვეტილებას.

როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ ახალი დასჯის ფორმას მიმართავს.

ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა. ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. გაუშვა ციხეში.
ციხის პირობებში შეუძლებელი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სათანადო ზრუნვა. მას აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები და შესაბამისი პროფილის ექიმთან შეხვედრას დღეების განმავლობაში ელოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ნინოს ემოციურ ფონზე, რომელსაც ეს ტკივილები და უსამართლობის განცდა ამძაფრებდა? და უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს. 
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნინო ციხეში მოვინახულე, ძალიან მხნედ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდა მიღებული, საკუთარი საქმის ნაცვლად, პირველი რაც მკითხა, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო. წუხდა, რომ ციხეში სასეირნო დროს ვერასდროს მოკრა თვალი მზიას. ციხის სხვადასხვა ფლიგელში არიან. ნინოს დაკავების შემდგომ პერიოდში როდესაც მზია ამაღლობელს შევხვდი, მითხრა, რომ ნინოს ციხეში გადაყვანის ამბავი რომ გაიგო, უნდოდა გასამხნევებლად წიგნი გაეგზავნა მისთვის, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ ამის უფლება არ მისცა, პატიმრებს შორის ამგვარი კომუნიკაცია არ არის დაშვებულიო. ის, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანები ასეთი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს მხოლოდ მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. 
მხნეობა და თავისუფლება ნინოს!", - წერს სოციალურ ქსელში ნინო დათაშვილი. 

სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.

უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.

მსგავსი სიახლეები