„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პასუხი "იმედს": ფსიქო-ემოციური ლაბილობა არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

02.08.25 17:43
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პასუხი "იმედს": ფსიქო-ემოციური ლაბილობა არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ტელეკომპანია იმედის მიერ გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერენ, რომ ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც დაკავებულ ნინო დათაშვილს აღენიშნება, არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან.

აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოუწოდებს  ტელეკომპანია იმედს, თავი შეკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ეხმიანება ტელეკომპანია იმედის მიერ გავცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე.
 2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს  მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანხმლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს  ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
🟡 ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.
🟡 აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმერ ადამიანს შეიძლება ქონდეს ემოციური ლაბილობა, რაიმე გარემოფაქტორების ზემოქმედებიდან გამოდინარე. 
🟡 ნინო დათაშვილისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად,  მიჩნეულია წამებად. 
მოვუწოდებთ  ტელეკომპანია იმედს, თავი შეკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.
📌 PHR აღნიშნულ დოკუმენტს აქვეყნებს ნინო დათაშვილის გადაწყვეტილებით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.

უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.

მსგავსი სიახლეები