დათაშვილის საქმე აჩენს ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ზეწოლისთვის - ფსიქიატრი
დათაშვილის საქმე საფრთხის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიის დარგის სანდოობას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეწოლისათვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქიატრი ნინო ოკირბელაშვილი წერს.
ექიმის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, როცა დროებითი ფსიქო-ემოციური რეაქცია ფასდება როგორც მყარი ფსიქიკური პათოლოგია და ასეთი შეფასება პროტესტის გამომხატველი პირის წინააღმდეგ გამოყენების საფუძველი ხდება.
ფსიქიატრია არ უნდა იქცეს პოლიტიკური ან სამართლებრივი მიზნებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საშუალებად - წერს ნინო ოკირბელაშვილი.
ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, შემაშფოთებელია შემთხვევა, როდესაც ადამიანის დროებითი ფსიქო-ემოციური რეაქცია, გამოწვეული მწვავე ფიზიკური ტკივილით, 6 წლის შემდეგ შეიძლება შეფასდეს როგორც მყარი ფსიქიკური პათოლოგია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთი შეფასება ხდება პროტესტის გამომხატველი პირის წინააღმდეგ გამოყენების საფუძველი.
ფსიქიატრია არ უნდა იქცეს პოლიტიკური ან სამართლებრივი მიზნებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საშუალებად. მისი ამოცანაა ადამიანის დახმარება – არა პიროვნების დისკრედიტაცია ან იზოლაცია.
დათაშვილის საქმე საფრთხის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიის დარგის სანდოობას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეწოლისათვის.
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ახალგაზრდული ფრთა
Georgian Society of Psychiatrists", - წერს ფსიქიატრი.
სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა .
ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი დაემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.
უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.