გამოიკითხნენ თუ არ დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზემდგომი პირები - პროკურორის კომენტარი

02.08.25 20:45
გამოიკითხნენ თუ არ დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზემდგომი პირები - პროკურორის კომენტარი

გამოიკითხნენ თუ არ დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზემდგომი პირები - პროკურორმა დღეს "პრიველების" ამ კითხვას არ უპასუხა, თუნმცა გიორგი მიქელაძემ თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში თორნიკე კაპანაძის ხელმძღვანელი პირების მიმართ, მიღებული იქნება "შესაბამისი გადაწყვეტილება".

  • ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნისთ ზემდგომი იყო კურატორი და კურატორის ზემდგომი იყო მაშინდელი მინისტრი ოთარ შამუგია, ასევე მისი ერთ-ერთი მოადგილე. 

თუ დასაბუთებული ვარაუდისთვის და ამ სტანდარტისთვსი საკმარისი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, ნებისმიერი პირის მიმართ, იქნება ეს მისი ხელმძღვანელი თუ სხვა თანამდებობის პირი, მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება 

ვერ მოგახსენებთ კონკრეტული საქმის დეტალებს. თორნიკე კაპანაძე თანამშრომლობს თუ არა გამოძებასთან ესეც საქმის მასალებს უკავშირდება და სამწუხაროდ, ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქელაძემ. 

მოსამართლე ნანა შამათავამ დღეს სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

თორნიკე კაპანაძეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, 2021-2024 წლებში პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.

2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი.

მსგავსი სიახლეები