ფესტივალ West Fest 2025-თან დაკავშირებით მუსიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

05.08.25 14:49
ფესტივალ West Fest 2025-თან დაკავშირებით მუსიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ფესტივალ West Fest 2025-თან დაკავშირებით "გამოუვალი მდგომარეობა", SKAZZ-ი, 4D Monster Lobsters-ი, Outsider-ი, Tamada და "ოჩოს ქოხი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადების მიხედვით, ფესტივალის ორგანიზატორებთან საუბრის დროს აღნიშნული იყო მათი მხრიდან, რომ ფესტივალს არ ექნებოდა "აქცია - კონცერტის" სახე, თუმცა ორგანიზატორების მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე აზრის ან პოზიციის დაფიქსირების აკრძალვას. 

ვეხმაურებით ფესტივალ West Fest 2025-თან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ფაქტს, თითქოსდა მონაწილე ჯგუფებს გვიკრძალავენ საპროტესტო განცხადებების გაკეთებას. 

პირველ რიგში, ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისელი მსმენელის წინაშე გამოსვლა, ჩვენი მუსიკის გაზიარება და მათი რეაქციების მიღება.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ორგანიზატორებთან საუბრის დროს აღნიშნული იყო მათი მხრიდან, რომ ფესტივალს არ ექნებოდა "აქცია - კონცერტის" სახე. ასეთი სახის (აქცია - კონცერტი) ფესტივალებში ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე აზრის ან პოზიციის დაფიქსირების აკრძალვას.

მოგეხსენებათ, მონაწილე ჯგუფები  ისედაც ყოველდღიურად ვებრძვით უსამართლობის ფაქტებს თქვენთან ერთად. 

ყველამ იცით ჩვენი პოზიცია, რომ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რომ მთავრობის დავალებით ქვეყანაში არაერთი უსამართლობის და სისასტიკის ფაქტი ხდება და ჩვენც, თქვენთან ერთად არაერთხელ გავხდით მსხვერპლი  ასეთი ფაქტის.

ჩვენ არასდროს მიგვიღია მონაწილეობა ღონისძიებებში, სადაც "ცენზურას" გვიწესებენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. 

თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს! დამხობა ქოცებს და დამხობა იმპერიალიზმს!" - წერია ბენდის განცხადებაში. 

ცნობისთვის,  ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს LOUDspeakers-ი. ამის შესახებ მათ განცხადება გუშინ გაავრცელეს

მსგავსი სიახლეები