თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ექს მინისტრს ამხელს

05.08.25 17:47
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ექს მინისტრს ამხელს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ექს მინისტრს ამხელს- დალი ჭელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამინისტროდან ორჯერ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ “უხარისხო სანივთე ქონება დაიწუნა და სავარაუდო კორუფციას ხელი არ შეუწყო“.

ყოფილი საჯარო მოხელე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ქონება თავისუფლად მიიღეს და აინტერესებს, ჩატარდა თუ არა სახელმწიფო აუდიტის მიერ გეგმიური შემოწმება და იპოვეს თუ არა დარღვევები.

ამასთან, ჩალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სასახურს მიმართავს, “შეისწავლონ 2020 წლის ბოლოს გაფორმებული საიდუმლო ჩარჩო ხელშეკრულება "დელტა ტექსტილთან" და გამოჩდება რა ფორმით, ან როგორ არის მიღებული სანივთე ქონება.“

ბატონო ჯუანშერ, როდესაც მე თავდაცვის სამინისტროდან ორჯერ გამიშვით, დიახ ორჯერ, გეგონათ შეუცვლელები (თქვენ და ხაინდრავას) იყავით. მიაკითხეთ ტელევიზიებს?

მე თქვენ სავარაუდო კორუფციაში არ შეგიწყვეთ ხელი, პირიქით, თქვენს საწინააღმდეგოდ დავიწუნე უხარისხო სანივთე ქონება, რომელიც ჩემი გაშვების შემდეგ, საწყობიდან გატანის ნაცვლად, კომისიური წესით მიიღეთ, რა თქმა უნდა დარღვევით.

ჩემი გაშვების შემდეგ თავისუფლად მიიღეს სავარაუდოდ დასაწუნებელი სანივთე ქონება(ჩემს იქ ყოფნის დროს მიღებული იყო ექსპერტიზის დასკვნები). საინტერესოა, ჩატარდა სახელმწიფო აუდიტის მიერ გეგმიური შემოწმება? დარღვევები ვერ იპოვეს?

ჩარჩო ხელშეკრულება არის საიდუმლო გრიფით.

შეკითხვა მაქვს- რატომ არის საიდუმლო: საცვლები, წინდები, საველე ფორმა და ა.შ. ძალიან ბევრი, რამდენიმე მილიონი ღირებულების სანივთე ქონება და "ჯაველინები"

არასაიდუმლო?! ყოველ შემხვევაში გასაჯაროვდა. ესეც გაასაჯაროეთ, მოხსენით საიდუმლო გრიფი. საიდუმლო მხოლოდ ხეშეკრულებას ეწერა ზედა მარჯვენა კუთხეში. მაშინ ასე იყო, ეხლა არ ვიცი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური, ებრძვით კორუფციას? შეისწავლეთ 2020 წლის ბოლოს გაფორმებული საიდუმლო ჩარჩო ხელშეკრულება "დელტა ტექსტილთან" და გამოჩდება რა ფორმით, ან როგორ არის მიღებული სანივთე ქონება. მე ხომ გამიშვეს სამსახურიდან და იქნებ სიბრაზისგან ვცდები. ყოველ შემთხვევაში შემოწმებას რა უდგას წინ. 2022 წლის დეკემბერში ყველაფერი ტელევზიებით გაშუქდა.

მაშინ იმედი და რუსთავი 2 ბურჭულაძეს იცავდა.

როცა იქნება "მაინც ამოვთხრი", არ დავნებდები, -წერს ჭელიძე.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "შაბათის ეთერმა" გასულ წელს, ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს გაასაჯაროვა.

დალი ჭელიძე "შაბათის ეთერთან" ყვებოდა, რომ წუნდებული აქტი „დელტა ტექსტილში“ შეკერილი ტანსაცმლისა და თეთრეულის გამო შეადგინა.

ამავე ჟურნალისტურ გამოძიებიდან გაირკვა, რომ  მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად.