"მუნდირის უკან მუწუკები არიან ამოფარებულები, რომლებიც ჩირქს სცხებენ მუნდირს, სახელმწიფოს" - ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვა
"მუნდირის უკან მუწუკები არიან ამოფარებულები, რომლებიც ჩირქს სცხებენ მუნდირს, სახელმწიფოს" - ასე მიმართა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე სინდისის პატიმარმა ანატოლი გიგაურმა.
პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა პატიმარმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა მოწმე პოლიციელებზე და ისინი ტყუილში დაადანაშაულა. ასევე სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურია.
ახლა როგორც შემეძლება ბოლომდე ვიბრძოლებ, ვნახოთ ვისი გავა... ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი. - განაცხადა სინდისის პატიმარმა.
კაცმა რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა და ის არის დაზარალებული? მე დამესხა თავს, მეორედ მე დამესხნენ თავს, მესამედ მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე? სად არის სამართალი, ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ.... გაბუნია მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, კამერებთან შემომყავს და ის იგინება და დარტყმას ცდილობს, ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და მოვიშორე, სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი რისთვისაც, ვიბრძოლებ ბოლომდე, არ არსებობს ციხე, ჩემმა მეგობრებმა გვაჩვენეს რას ნიშნავს ბრძოლა ბოლომდე... ახლა როგორც შემეძლება ბოლომდე ვიბრძოლებ, ვნახოთ ვისი გავა... ვნახოთ სადამდე მივა ეს ყველაფერი.. მუნდირის უკან მუწუკები არიან ამოფარებულები, რომლებიც ჩირქს სცხებენ მუნდირს, სახელმწიფოს... რაც გინდათ ის გიქნიათ, მე კარგს არაფერს ველოდებით თქვენგან...ეს ჩემთვის სკოლასავით იყო...
ცდილობთ იმედი ჩამისახოთ და ამ იმედზე უფრო მეტი იმედგაცრუება დაამატოთ[გულისხმობს სხდომების გადადებას].პოლიტიკური იყო ჩემი დაკავება და ჩემი დაკავებაც პოლიტიკური იქნება, აქ არაფერ შუაში არ არის სამართალი და სამართლიანობა" - განაცხადა ანატოლი გიგაურმა პროცესზე. (რადიო თავისუფლება)
საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.