ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანს, დიდი მადლობა - ანატოლი გიგაურის დედა

12.08.25 11:25
ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანს, დიდი მადლობა - ანატოლი გიგაურის დედა

"ასე სჯით აგვისტოს ომის ვეტერანებს, დიდი მადლობა", -ამ სიტყვებით შეხვდა შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენს ანატოლო გიგაურის დედა. [წყარო: ბათუმელები].

დღეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი  „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. 

  • რას ითვალისიწინებს 353 მუხლის პირველი ნაწილი:  პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მსგავსი სიახლეები