ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დამკვეთებს ხელი სავარაუდოდ, გელა უძილაურმა დაადო
როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.
ახლა მთავარი კითხვაა, ალაპარაკდებიან თუ არა განსასჯელის სკამიდან დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე, რომელთაც "პირველების" ინფორმაციით, ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ და სავარაუდოდ სასამართლო ხვალ იმსჯელებს მათ აღკვეთის ღონისძიებაზეც.
- ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - დავით მიქაძეს და გია ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრებს, ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედება ბრალად. გიორგი და დავით მიქაძეები ექსპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.
- საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.
"პირველები" დღეს ესაუბრა გია ჯოხაძის ადვოკატსსაც. ლიკა ბითაძე ამბობს, რომ ოფიციალურად ჯერ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძებნა არ არის გამოცხადებული.
- გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯოხაძის დაცვის წევრმა, გელა უძილაურმა მოკლა 14 გასროლით ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე.
რაც შეეხება უძილაურის აღიარებით ჩვენებას, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ქილერმა სავარაუდოდ გამოძიებას მისცა, ლიკა ბითაძე არ გამორიცხავს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს ხელი გიორგი ჯოხაძისთვის დაედო.
"თუ გელა უძილაურმა ჩვენება მისცა გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, ეს ჩვენებაც მის მიერ იქნება ცრუ ჩვენება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ვუშვებ თუ არა ვერ გეტყვით. არ გამოვრიცხავ. რის საფუძველზე მისცა ჩვენება ვერ გეტყვით და რის სანაცვლოდ მისცა გელა უძილაურმა ცრუ ჩვენება, მაგრამ არც გამოვრციხავ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ძებნა ოფიციალურად ნამდვილად არ არის გამოცხადებული, ასევე ბრალი მას ამ ეტაპზე არ აქვს წარდგენილი, რაც შეეხება მოწმედ გამოცხადებას, კიდევ ვინმეორებ, რომ მზაობას ვაცხადებთ რომ გამოვცადდეთ საგამოძიებო ორგანოსი და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაიმე ინფორმაციას საერთოდ ფლობს და რაც შეეხება შემხებლობას, არანაირი შემხებლობა გიორგი ჯოხაძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია, რასაც დაცვის ხმარე აუცილებლად, თუ მას ბრალი წარედგინა, დავადასტურებთ სასამართლოში", - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
ასევე "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც გამოძება ცრუ ჩვენების მიცემას და დანაშაულის დაფარვას ედავება, ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბაღდავაძე პირველივე დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
უფლებადაცმველი "ტვ პირველს" უდასტურებს, რომ ბაღდავაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გიორგი ჯოხაძესთან, ნაცნობობა აკავშირებდა მათ შორის გელა უძილაურთან, თუმცა კატეგორიულად უარყოფს კიდევ ერთ დაკავებულ გიორგი კაჭკაჭიშვილთან რაიმე სახით კომუნიკაციას.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.