რა უთხრა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად დასახელებულმა გიორგი მიქაძემ ადვოკატს

13.08.25 13:07
რა უთხრა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად დასახელებულმა გიორგი მიქაძემ ადვოკატს

 

 

ლევან ჯანგველაძის მკველობის შემკვეთად დასახელებული გიორგი მიქაძე ამბობს, რომ მისთვის დაკავება მოულოდნელი იყო.

სოხუმელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ძმის მკვლელობის ფაქტზე დაპატიმრებული ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრი ადვოკატმა, მიხეილ ჭანუყვაძემ რამდენიმე წუთის წინ მოინახულა.

  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ 3 პირი - იორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს, დავით მიქაძეს და გია ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. 

"პირველების" არაერთი კითხვის მიუხედავად, ადვოკატი არ საუბრობს, რა კავშირი ჰქონდა გიორგი მიქაძეს გია ჯოხაძესთან.  

სტრატეგია აღებული არ გვაქვს ჯერ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ველოდოებით საქმის მასალებს. გავეცნობით, სხვა ადვოკატებიც ჩაერთვებიან. მოულოდნელი იყო მისთვის დაკავება. საერთოდ არაფერ შუაში არ არის მომხდართან", - ამბობს ადვოკატი მიხეილ ჭანუყვაძე.

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატრში მყოფი გიორგი მიქაძე გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე ამ წუთებში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. მათთან გამომძიებლები დიდი ალბათობით დღესვე შევლენ, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა კი სასამართლოში "პირველების" ინფრომაციით, ხვალ გაიმართება.

გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს, ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედება ბრალად

  • საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები