სანამ ფარცხალაძის დანაშაულში მონაწილეობას პასუხი არ გაეცემა, საქმე დასრულებული არ იქნება - ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

13.08.25 13:26
სანამ ფარცხალაძის დანაშაულში მონაწილეობას პასუხი არ გაეცემა, საქმე დასრულებული არ იქნება - ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

 

 

თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუსინ სანამ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დანაშაულში მონაწილეობას პასუხი არ გაეცემა, საქმე დასრულებული არ იქნება.

უფლებადამცველის თქმით,  არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ოთარ ფარცხალაძის ინტერესი იყო ლევან ჯანგველაძის მოშორება, სწორედ ამიტომ, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უდნა გაეცეს. 

  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ 3 პირი - იორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს, დავით მიქაძეს და გია ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. 

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ეს არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა დაკავებულ პირებთან. არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძის ინტერესი იყო ლევან ჯანგველაძის მოშორება. ეს ვერსია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და მხოლოდ და მხოლოდ უნდა გამყარდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. სანამ ყველა ვერსია არ გადამოწმდება, სანამ ამ კონკრეტულ კითხვას, რაც შეეხება ფარცხალაძის ამ დანაშაულში მონაწილეობას და ორგანიზატორობას, პასუხი არ გაეცემა, მე არ ვთვლი, რომ საქმე დასრულებულია", - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე. 

ძმები მიქაძეები,  ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან და მათ გამოძების  ინფორმაციით, ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედებათ ბრალად

  • საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

 

მსგავსი სიახლეები