ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, გიორგი მიქაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

13.08.25 17:07
ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, გიორგი მიქაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შემკვეთად დასახელებული ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, გიორგი მიქაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ დაკავებულის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა. 

  • არადა გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დაპირისპირება ბიზნეს წილებთან დაკავშირებით დაიწყო, რის გამოც ძმებმა მიქაძეებმა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობა დაუკვეთეს.

გიორგი მიქაძე ახლა დიღმის იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია, მეორე ძმაზე, დავით მიქაძეზე კი წუთი-წუთზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

"საქმე არ გადმოგცემია, ბრალი არ არის წარდგენილი და არ ვიცით რას ედავებიან. როგორც საქმის მასალებს გადმოგვცემენ, შევისწავლი და მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას. საერთოდ უარყოფს მაგ თემასთან კავშირს. ამ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს", - ამბობს ადვოკატი. 

  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ 3 პირი - იორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს, დავით მიქაძეს და გია ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. 

ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს, ძმებ მიქაძეებს გამოძიების ინფორმაციით, ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედებათ ბრალად

  • საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

მსგავსი სიახლეები