ადვოკატი: გიორგი და დავით მიქაძეებს ბრალი 10 საათისთვის წარედგინებათ
ძმებ მიქაძეების ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, გიორგი და დავით მიქაძეებს ბრალი 10 საათისთვის წარედგინებათ.
მისი თქმით, ბრალის წარდგენის გადადება შესაძლოა ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს, ვინაიდან "საქმე არის საკმაოდ მოცულობითი".
ბრალის წარდგენასთან მიმართებაში უკვე დაზუსტდა დრო, გამოძიებისგან გვეუწყა, რომ ეს მოხდება დაახლოებით ათი საათისთვის და შესაბამისად ათ საათზე ჩვენ გამოვცხადდებით დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდების მხარესთან ერთად და მოხდება ბრალის წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
მე უფრო ამას [ბრალის წარდგენის გადადებას] მივაწერდი ტექნიკურ საკითხს. ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ვადა არსებობს ხვალამდე, აქედან გამომდინარე ალბათ გამოძიებას სჭირდებოდა მეტი დრო. იქ არის საკმაოდ მოცულობითი ვიდეო-კამერებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც რომ გადმოეცეს დაცვის მხარეს, ამას სჭირდება ელექტრო მატარებლებზე გადატანა ასევე საქმეც არის მოცულობითი, ალბათ ამ მოსამზადებელ პროცედურებს გარკვეული დრო დასჭირდა. ჩვენ ამ კითხვას გამოძიებას დავუსვამთ...
დიახ [დავით მიქაძესაც ამ დროისთვის წარედგინება დისტანციურად ბრალი]," - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
- ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ 3 პირი - იორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავეს.
ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს, ძმებ მიქაძეებს გამოძიების ინფორმაციით, ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედებათ ბრალად.
- საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.
როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.