ჯანგველაძის მკვლელობა - ვის დაეწერა დაკავებულების საქმე?
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 17:00 საატზე ჩაინიშნა - როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, გიორგი მიქაძის, გიორგი კაჭკაჭიშვილის და მამუკა ბაღდავაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილი იმსჯელებს.
ასევე, "პირველების" ინფორმაციით, სამი ბრალდებულიდან არც ერთი აპირებს დღევანდელ სხდომაზე დუმილის დარღვევას.
პრაქტიკულად არანაირი მტკიცებულება, ან ჩვენება ვინმესი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, გელა უძილაურიც დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ბრალში წერია, რომ მიქაძეებმა მიიღეს მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა, თუმცა რა ადასტურებს ამას, ვის დაავალეს, ამასტან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება რამდენადაც ვიცი არ უნდა იყოს. დღეს გიორგი მიქაძე სასამართლოზე არაფერს იტყვის, იტყვის მხოლოდ იმას, რომ არცერთი ფაქტი, რომელიც ამ საქმეზე არსებობს და მოყვანილია, ის არ არის მასში მონაწილე პირი, არცერთი ფაქტი მას არ ეხება.
მეორე ძმასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ მქონია. უბრალოდ დროც არ იყო ამის, თუმცა, უახლოეს პერიოდში მექნება და გაგაცნობთ მის მოსაზრებას", - ამბობს მიქაძეების ადვოკატი.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებს და კიდევ 3 პირს ბრალდება გუშინ წარედგინათ, სასამართლო პროცესი, წესით დღეს უნდა გაიმართოს.
- ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე 12 აგვისტოს დააკავეს. დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედებათ ბრალად.
- საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.
როგორ გავიდა გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ახალი ფიგურანტების კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობაში ბრალდებულის, ქილერის, გელა უძილაურის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ, ხელი დამკვეთებს დაადო.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.