ივანიშვილის ბოლო გაბრძოლება, დემოკრატიის წინააღმდეგ - ოპოზიცია
ბოლო გაბრძოლება დემოკრატიის წინაღმდეგ - ასე აფასებს ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წინაღმდეგ წამოწყებულ ახალ შეტევას.
პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას“ კრიტიკული ორგანიზაციების გაუქმება აქვს გადაწყვეტილი და ახლა ამ ყველაფერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელით აკეთებენ.
ვხედავთ, რომ აშკარა რეპრესიებსა და ძალადობაზე არიან გადასულები, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, უნდა გავუწიოთ მაქსიმალურად ყველამ წინააღმდეგობა, რაც ძალია და ღონე გვაქვს, -ამბობს ალეკო ელისაშვილი.
“ივანიშვილის ბოლო გაბრძოლებას“ უწოდებს NGO-ებზე შეტევას “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლევან სანიკიძე.
“ოცნების“ ხელისუფლება ბოლომდეა ჩამოყალიბებული, რომ ამ შემოდგომაზე ან მათმა უნდა აჯობოს, ან ჩვენმა, მე ესე ვუყურებ, რომ ახლა კონსოლიდაციის დროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიპატიმრების ოჯახის წევრები, ყველა ერთად თუ არ დავდეგით, ეს არის ივანიშვილის ბოლო გაბრძოლება, დემოკრატიის წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალები ბევრად უფრო აღემატება, ივანიშვილის შესაძლებლობებს, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან მესამე სექტორის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნეს, სადაც მათ ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი კუპრაშვილის უწყება მესამე სექტორს განმარტებას სთხოვს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ-ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
ფოტო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".