„მოექეცით ომის დამნაშავეს, როგორც სამეფო ოჯახის წევრს, დამალეთ შეხვედრის დეტალები" - მარკ კელი პუტინი/ტრამპის შეხვედრაზე
არიზონელი სენატორი მარკ კელი X-ზე ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„მოექეცით ომის დამნაშავეს, როგორც სამეფო ოჯახის წევრს, დამალეთ შეხვედრის დეტალები, არაფერი გაასაჯაროვეთ. პუტინი ჰედლაინებს მიიღებს და უკრაინა რას? შემდეგ ჯერზე, ჯერ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი" - წერს არიზონელი სენატორი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.