არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი იარლიყები! - 35-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სოლიდარობა NGO-ებს

16.08.25 12:09
არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი იარლიყები! - 35-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სოლიდარობა NGO-ებს

"არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი იარლიყები" - 35-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

გავრცელებულ განცხადებაში, არსამთავრობოები წერენ, რომ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს...თქვენ მარტო არ ხართ! - წერია გავცრელებულ გნაცხადებაში. 

ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.
პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ ‘უცხო ინტერესების გამტარებლის’ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით  და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია - ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა - დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.

თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა.
პატივისცემითა და ურყევი სოლიდარობით", - წერია განცხადებაში.

ხელმნომწერები:  

  • 1.    Europe Foundation • ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა
  • 2.    სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის • Civic Movement for Freedom
  • 3.    EuroClub Kvareli • ყვარლის ევროკლუბი
  • 4.    სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  • 5.    საქართველოს ევროპული ორბიტა/Georgia's European Orbit
  • 6.    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი-Economic Policy Research Center ‒ EPRC
  • 7.    სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი / Civil Solidarity Fund
  • 8.    სასამართლოს გუშაგი-GeorgianPrevention For Progress 
  • 9.    პრევენცია პროგრესისთვის./Prevention For Progress
  • 10.    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • 11.    ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • 12.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/ Georgian Young Lawyers’ Association
  • 13.    მწვანე ალტერნატივა/ Green Alternative
  • 14.    უფლებები საქართველო - Rights Georgia
  • 15.    ინფორმაციის თავისფლების განვიატარების ინსტიტუტი -IDFI
  • 16.    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • 17.    თბილისი პრაიდი - 
  • 18.    ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი Tolerance and Diversity Institute (TDI) 
  • 19.    საქართველოს მომავლის აკადემია  Georgia’s Future Academy  
  • 20.    მედიაომბუდსმენი Mediaombudsman
  • 21.    Georgian Charter of Journalistic Ethics- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • 22.    ბათუმელები • Batumelebi.ge
  • 23.     ნეტგაზეტი- netgazeti.ge
  • 24.     პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  • 25.    მედია კლუბი Media club
  • 26.    სტუდია რე
  • 27.    ადამიანის უფლებათა ცენტრი-HRC
  • 28.    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 29.    EECMD - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  • 30.    კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
  • 31.    International Center on Conflict and Negotiation
  • 32.    წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი 
  • 33.    სამოქალაქო იდეა- Civic Idea 
  • 34.    ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - Women's Initiative Supporting Group


We, the undersigned civil society organizations, express our full solidarity with Georgian NGOs, which the Anti-Corruption Bureau accuses of violating the so-called “Foreign Agents Registration” Law.
First of all, we express our respect for the principled position of not accepting false and insulting labels of ‘agents of foreign principals’. You are independent Georgian organizations that operate according to your own statutes and serve only the people of Georgia. Your mission - to protect the rights of women, children, workers, people with disabilities, internally displaced persons, and all oppressed people - is vital for the existence of a democratic society.
Attacking independent NGOs and the media is an attack not only on your organizations, but also on the foundations of the country’s democracy. We share your position that, following international standards and the US Foreign Agents Registration Act (FARA), your organizations are not subject to registration in such a registry. We appreciate your courage and perseverance in continuing your activities in the face of unjust attacks and threats of criminal liability. Your work is essential to protecting Georgia’s free, democratic, and European future. 
You are not alone. The Georgian people and the international community stand with you. We condemn the unconstitutional attacks against you and acknowledge that your struggle serves as a beacon for every citizen of Georgia who believes in a free, just, and democratic future for Georgia.
With respect and unwavering solidarity,
 

მსგავსი სიახლეები