მონტაჟიაო, ხომ იძახიან? მე თორნიკეს ვიდეო მინახავს, არასად პოლიციელი არ დგას- თორნიკე გოშაძის დედა

18.08.25 13:36
მონტაჟიაო, ხომ იძახიან? მე თორნიკეს ვიდეო მინახავს, არასად პოლიციელი არ დგას- თორნიკე გოშაძის დედა

ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ მოპოვებული ვიდეოკადრები დამონტაჟებულია. 

თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ვიდეო ნანახი აქვს და კარგად იცის, რომ ამ ვიდეოში არცერთი პოლიციელი არ დგას, მისი შვილის ქმედება კი, გაბრაზების გამო ხდება და ის ურბალოდ “საკუთარ გულის ჭიას ახარებეს“ და ამით არავის არაფერს ვნებს.

მონტაჟიაო, ხომ იძახიან? მე თორნიკეს ვიდეო მინახავს, ჩემი შვილია, არასად პოლიციელი არ დგას, ცარიელ სივრცეში, გაბრაზებულმა ადამიანმა აიღო რაღაც და გაბრაზებულზე შენი გულის ჭია რომ გაახარო და რაღაც გაისროლო, ესაა მხოლოდ. რომ გავბრაზებულვარ მიმირტყამს წიხლი რამეზე, რამე გადამიდგია ეზოში, ეს იყო თორნიკეს საქციელიც, მეტი არაფერი, -ამბობს მარიზი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები