ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძეს უჩივლა
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შეურაცხყოფის გამო ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი ყოფილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის წინააღმდეგ შსს-ში საჩივარი შეიტანა.
გოცირიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელებში აგინა მას შემდეგ, რაც რუსთაველის პროტესტის მონაწილეები, მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძე გააკრიტიკა.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ის მხოლოდ ბატის სმაილის გამო დააჯარიმეს და ახლა აინტერესებს, როგორ მოიქცევიან გოცირიძის შემთხვევაში და ექნებათ თუ არა რეაგირება მის მიმართ.
ქალბატონ ლაშხს ჩემი უწყინარი სმაილი ეწყინა, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი სარჩელის, რაც შემდეგ მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა და 5 ატასი ლარით დამაჯარიმეს. ამით ვიხელმძღვანელე, მაინტერესებს, როგორ მუშაობს შსს მაშინ, როცა მათი ტიტუშკა, პირიქით, ჩვენ გვაგინებს. ვერცერთი არხი, ტელევიზია, საჯარო სივრცე იმ სინქრონს, რაზედაც მე ვჩივი ახლა, ვერ გამოიყენებს. ის სიტყვები არ შეიძლება საჯარო სივრცეში ისმოდეს. მე მაინტერესებს რა ხდება მაშინ, როცა არა მარიამ ლაშხს, არა წულუკიანს, არა “ოცნების“ წევრებს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავენ ასე. ეს ერთგვარი ტესტია, აზრი არ აქვს ჩივილს? მაგას ვაჩვენებ, რომ ამ კანონებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღებენ,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.