მინდა ცხოვრების დონე, დემოკრატია, თავისუფლების სტანდარტი მქონდეს აქ, ჩემს ქვეყანაში და არა სხვაგან- თოშხუას სიტყვა სასამართლოზე

18.08.25 17:25
მინდა ცხოვრების დონე, დემოკრატია, თავისუფლების სტანდარტი მქონდეს აქ, ჩემს ქვეყანაში და არა სხვაგან- თოშხუას სიტყვა სასამართლოზე

მოსამართლე ბარბაქაძემ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა-მანამდე, სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თორნიკე თოშხუამ, რომელმაც განაცხდა, რომ არც მიმალვის, არც მოწმეებზე გავლენის მოხდენის და არც მტკიცებულების განადგურების საფრთხე არ არსებობს.

მისი თქმით, ეს რომ სდომებოდა, აქამდე იზამდა, რადგან მომხდარიდან უკვე ნახევრ თვეზე მეტია გასული.

თოშხუამ საქმეში არსებულ დანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტური გამოძიება, რომ ჩაეტარებინათ, დანა უნდა ამოეღოთ.

მიმალვის საფრთხე არ არსებობს, არც მოწმეებზე გავლენის მოხდენის, არც მტკიცებილების განადგურების.  აღნიშნულ ფაქტიდან ნახევარ თვეზე მეტია გასული. არცერთ ეტაპზე თავი არ ამირიდებია გამოძიებისთვის. იყო ერთი ეპიზოდი, მიბარებდნენ თაბუკაშვილის განყოფილებაში, მე დავურეკე ადვოკატს და მივიღე კონსულტაცია და მითხრეს, რომ უფლება მქონდა და მოსამართლის მონაწილეობით დაკითხვა მომეთხოვა. თავის არიდების საფუძველი არ არსებობს. 
ბევრჯერ შეეხეთ დანას, თქვენც დასვით კითხვა, არის თუ არა ეს დანა ამოღებული.  როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, ობიექტური გამოძიება, რომ ჩაეტარებინათ, დანა უნდა ამოეღოთ. დაცლილი რომ ყოფილიყო პოლიტიკური მდგენელისგან ეს საქმე, ყველას გაუადვილდებოდა ამ საქმის გამოძიება. 
პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში, გამოიკვეთა რომ  ვმონაწილეობ რუსთაველზე შეკრება- მანიფესტაციებში, სადაც ვდგავარ იმიტომ, რომ ჩემთვის ევროპული ღირებულებები, ევროპული დემოკრატია, ევროპული თავისებურება ეს არ არის ჰაერში გასროლილი სიტყვები. ჩემთვის ეიფელის კოშკს აქვს ნოლი ესთეტიკური ღირებულება. მინდა ცხოვრების დონე, დემოკრატია, თავისუფლების სტანდარტი მქონდეს აქ, ჩემს ქვეყანაში და არა სხვაგან. მე არ მინდა ევროპა და უვიზო მიმოსვლა სხვაგან, მინდა აქ, ამ ქვეყანაში. იქაური სტანდარტები რომ გვქონდეს, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, არც  თავის დაცვა დამჭირდებოდა და არც იმის მტკიცებულება, რომ მე იქ უკანონო რამე განვახორციელე და თან ჯგუფურად,- თქვა პროცესზე თოშხუამ.

მსგავსი სიახლეები