ხაბეიშვილი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გარდა, ლილუაშვილის და გომელაურის გვარებსაც ასახელებს - რა პოზიცია აქვს მოკლული ბიზნესმენის ოჯახს

20.08.25 13:21
ხაბეიშვილი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გარდა, ლილუაშვილის და გომელაურის გვარებსაც ასახელებს - რა პოზიცია აქვს მოკლული ბიზნესმენის ოჯახს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის გარდა, სუს-ის ყოფილი უფრორის, გრიგოლ ლილუაშვილის და შსს-ს ხოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გვარებსაც ასახელებს. 

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს,  "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის "ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის "თავი".

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე "ლაგდებოდა" - "ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს - გრიგოლ ლილუაშვილს".

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ გამოძიებამ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. 

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კაკაბაძე ამბობს, რომ  მათი მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საერთოდ არ მოხვდებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

სავარაუდო სხვა პირების მონაწილეობას აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობას ჩვენ ამ ნაწილში გამოძიების მიმართ გვაქვს შეკითხვა და მოთხოვნა, რომ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ამ კითვას, რომლიც არსებოს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაეცეს პასუხი. მე მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეფექტური გამოძიება ჩატარდება, ჩვენ მივიღებთ პასუხს კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ფარცხალაძე ამ დანაშაულის შეკვეთაში. 

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ამასთან დაკავშირებით, მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მათი მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საერთოდ არ მოხვდებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, ანუ მოხდებოდა აღნიშნული უმძმესი დანაშაულის პრევენცია. მათ არ გამოიძიეს და არაფერი გააკეთეს მაშინ, როდესაც დასდევდა, უკან დაყვებოდა ლევან ჯანგველაძეს გელა უძილაური, თუნდაც ერთი თვით და თვენახევრით ადრე. ამის შესახებ შსს-ს ნამდვილად გააჩნდა ინფორმაცია, ნამდვიალდ გააჩნდა კადრები, რომელიც ამბასადორის თანამშრომლებმა გადაუგზავნეს პოლიციას, თუმცა არანაირი გამოძიება არ ჩაატარეს, არანაირი რეაგირება არ მოიახდიეს, გელა უძლაური არ დაიბარეს და გამოკითხეს, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ აწარმოეს გელა უძილაურთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ რომ დაებარებინათ უბრალოდ გელა უძილაური, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ეწარმოებინათ, დღეს ლევან ჯანგევლაძე ცოცხალი იქნებოდა და გელა უძილაური ამ დანაშაულსი ჩადენას ნამდვილად ვერ შეძლებდა", - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.  

 

 

რამდენიმე თვეა სხვადასხვა წყარო აქტიურად წერს, რომ "კრიმინალური ავტორიტეტის" მერაბ ჯანგველიძის, იგივე "სოხუმსკის" ძმის მკვლელობის საქმეში გარეულია არა მხოლოდ მთაწმინდის საძმო, არამედ ოთარ ფარცახალძეც. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 

 

მსგავსი სიახლეები