დავალიანების მქონე მოსწავლეებს სკოლიდან გარიცხავენ

26.02.21 15:00
დავალიანების მქონე მოსწავლეებს სკოლიდან გარიცხავენ

კერძო სკოლას უფლება მიეცემა, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები განათლების კომიტეტის წევრები, დეპუტატები შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი არიან. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა“. შესაბამისად, არ არსებობს კერძო სკოლიდან მოსწავლის იძულების წესით სხვა სკოლაში გადაყვანის, ან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.  თუ მშობელი არ დაწერს განცხადებას მოსწავლის სხვა სკოლაში მიღების თაობაზე, ის სკოლას ვერ შეიცვლის.

კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო კერძო სკოლები იძულებული არიან, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწოდონ საგანმანათლებლო სერვისი. 

 

 

მსგავსი სიახლეები