რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერსის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

28.06.26 11:30
რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერსის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

 

 

რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა „300 ქალის“ ორგანიზებით შეკრებილი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ნანა სანდერსს სოლიდარობას უცხადებენ და საპატიმროსთან საპროტესტო ბანერებით არიან მისულები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ნანა სანდერსს, რომელსაც სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად სანდერსი სასამართლო პროცესების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

შევიკრიბეთ რუსთავის ციხესთან ნანას სოლიდარობისთვის. ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მხნედ, მას ჰქონდეს ელემენტარული პირობები, იმიტომ, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მის მიმართ დადგა ძალიან მკაცრი, უსამართლო განაჩენი და მხნეობას ვუსურვებ მას, გამძლეობას და ვეტყვი, რომ მიყვარს და ვეტყვი, რომ როგორც მისი მეგობარი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე ნანა იყოს თავისუფალი, - ამბობს აქციის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ნანა სანდერსი 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

მსგავსი სიახლეები