გიორგი ანწუხელიძის ოჯახის პასუხი სკანდალში გახვეულ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს

21.08.25 13:06
გიორგი ანწუხელიძის ოჯახის პასუხი სკანდალში გახვეულ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს

 

 

გიორგი ანწუხელიძის ოჯახის პასუხი სკანდალში გახვეულ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს - თავის მართლების რეჟიმზე გადასულ დავით რაზმაძეს აგვისტოს ომის გმირის მეუღლე ეუბნება, რომ მისი განცხადება ყველა გმირის შეურაცხყოფაა. 

გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისიც იმავეს იფიქრებდა - აცხადებს "პირველებთან" მაკა ჩიკვილაძე. 

რუსებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ყველამ კარგად იცის. არაერთხელ მითქვამ და 8 აგვისტოსაც ვთქვი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთმა დახოცა სწორედ ჩვენი ოჯახის წევრები. გორშიც ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა და რეებსაც აკეთებდნენ რუსი ოკუპანტები. ამდენს თუ ვერ ხვდება ხალი, არვიცი, რაღა ვთქვა. რუსეთთან დაკავშირებით ასეთი საუბრი ყოველთვის ჩვენი შეურაცხყოფაა. მარტო ჩემი არა და ანწუხელიძის, ყველასი. იქ ხომ ამდენი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ყველას ოჯახის შეურაცხყოფაა. გიორგი დღეს რომ ცოცხალი იყოს, იგიოვეს იქიფრებდა ჩემსავით", - აცხადებს ანწუხელიძის მეუღლე.  

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.