ცინიზმია, როცა დაბომბილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს მსგავს განცხადებას - ია პაიჭაძე, რომელიც 2008 წელს ვიცე-პოლკოვნიკი იყო
ია პაიჭაძე, რომელიც 2008 წელს ვიცე-პოლკოვნიკი იყო გორის საკრებულოს თავმჯდომარეს "ისტორიის გადაწერის" მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ცინიზმია, როცა დაბომბილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს მსგავს განცხადებას, როგორიც დავით რაზმაძე New York Times-თან გააკეთა.
როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ერი, რომ მადლობა გადაუხადო მათ, ვინც შენი სამშობლო დაბომბა და საკუთარი თანამოქალაქეები დაგიხოცა - აცხადებს ია პაიჭაძე "პირველებთან".
ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და აბუჩად აგდება. ეს არის "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის, რუსული კურსის აშკარა გამოვლინება. მე ვფიქრობ, რომ ახლა დაიწყეს მადლობით, გააგრძელებენ სავარაუდოდ, ბოდიშით, როგორც განაცხადეს. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ცინიზმია ის, რომ დაბომბილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს მსგავს განცხადებას. როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ერი, რომ მადლობა გადაუხადო მათ, ვინც შენი სამშობლო დაბომბა და საკუთარი თანამოქალაქეები დაგიხოცა, ეს მე არ მესმის. რაც შეეხება იმას, რომ ოღონდაც წინა ხელისუფლებას რამენაირად ბრალი დასდონ რაღაცაში და მოსცხონ ლაქა, არ შეიძლება ქვეყნის ისტორიის გადაწერა", - აცხადებს ია პაიჭაძე.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.