"ეს ჩვენი გმირების უდიდესი შეურაცხყოფაა" - ომგამოვლილი ძალოვანების პასუხი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს

21.08.25 15:20
"ეს ჩვენი გმირების უდიდესი შეურაცხყოფაა" - ომგამოვლილი ძალოვანების პასუხი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს

"ეს ჩვენი გმირების უდიდესი შეურაცხყოფაა" - ასე პასუხობენ ომგამოვლილი სამხედროები გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც New York Times-თან განაცხადა, "მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".

ტარიელ ნემსაძე ვეტერანი სამხედროა, ის 2008 წლის ომში იბრძოდა და ბევრი მეგობარიც დაუხოცა რუსმა სამხედროებმა. ნემსაძე ამბობს, რომ ყველა, ვინც დავით რაზმაძის მსგავს განცხადებას აკეთებს, ქვეყნის დაუძინებელი მტერია და რუსი სამხედროების "მშვიდობისმყოფელად" მოხსენიება სხვა არაფერია თუ არა ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, ვინც თავი შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას. 

ვინც არ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ყველა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ გმირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლე შესწირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. არ არსებობს არანაირი სამშვიდობო ძალები. სწორედ პროვოცირებას უწდევდნენ ის ე.წ. სამშვიდობო ძალები საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, რომლებსაც დღეს მშვიდობისმყოფელებად მოიხსენიებენ. რაც შეეხება გორსაც, თვითონ ქალაქშიც შემოსულები იყვნენ, მათ შორის ელიტ ელექტრონიქსიც გატეხეს, დაარბიეს და ბევრი დანაშაული ჩაიდინეს რუსმა სახმედროებმა ოს სეპარატისტებთან ერთად.  ოსმა სეპარატისტემა და რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა", როგორც მოიხსენიეს ბევრი მეგობარი მომიკლეს. შემდეგომ კი იით სადაც წავიდოდი, უკრაინაში ვარ საქართველოს სახელით", - აცხადებს გიორგი კასრაძე. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებამ უდიდესი ვნებათეღალვა გამოიწვა იმ საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებშიც, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ.

ტარიელ ნემსაძე, რომელიც აგვისტოს ომის დროს პოლციის ოფიცერი იყო, ამბობს, რომ რაზმაძის მსგავს ადამიანებს ტატუნაშვილის და ყველა იმ დაღუპული გმირის ოჯახისთვის აქვს პასუხი გასაცემი, ვინც სამშობლოს თავი შესწირეს. 

"ტატუნაშვილის სასაფლაოზე მივიდეს "ძაღლი...ლი" გორის საკრებულოს თავმჯდომარე და თქვას, რომ ტატუნაშვილი არბევდა" - აცხადებს ნემსაძე.

ჩვენ იქ, პოლიციის ძალები ვინც ვიყავით, ჩვეულებრივად ვიცავდით კანონს და გამორიცხულია, ერთი ტყვია არ გავარდნილა.  უდიდესი როლი აკეთეს სასულიერო პირებმა, საკვები მიჰქონდათ იქ ჩარჩენილი ვინც იყვნენ ბიჭები, ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. მამაოების ხელით მიდიოდა საკვები, სანამ მტრის ალყას დააღწევდნენ თავს და მათი მდებარეობა ზუსტად არ ვიცოდით. მაშინ გასცენ მღვდლებს და სასულიერო პირებს პასუხი, თუ ქართველები ანგრევდნენ და ყოფას ტირობდნენ ყველაფერს. მაგნაირი ადამიანი სიცოცხლის ღირსი არაა. გასცენ აბა პასუხი ტატუნაშვილის ოჯახს და მის სასაფლაოზე მივიდეს მისი ნაგვის ხროვის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს "ძაღლი...ლი" გორის საკრებულოს თავმჯდომარე. მივიდეს და ტატუნაშვილზე თქვა, ტატუნაშვილი არბევდა", - აცხადებს ტარიელ ნემსაძე.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.

 

 

მსგავსი სიახლეები