ჩემმა ძმამ სიცოცხლე დათმო სამშობლოს სიყვარულის გამო, თქვენ რა გააკეთეთ? - შმაგი სოფრომაძის და გორის საკრებულოს თავმჯდომარეს
ჩემმა ერთდერთმა ძმამ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე დათმო სამშობლოს სიყვარულის გამო!!! თქვენ რა გააკეთეთ? - ამ სიტყვებით მიმართავს ეროვნული გმირის, შმაგი სოფრომაძის და, სოფო სოფრომაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც New York Times-თან განაცხადა, "მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".
როგორც სოფო სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი განცხადებებით, შეურაცხყოფას საკუთარ თავებს და შამბშობლოს აყენებენ დავით რაზმაძის მსგავსი ადამიანები.
წარმოდგნენა არ მაქვს ვინ არის რაზმაძე და რას წარმოადგენს, სადაც შემხვდა სოცქსელში მისი კომენტარი ყველაგან ის ვუწოდე რაც დაიმსახურა.
დანარჩენს პოზიცია ოპოზიციას გეუბნებით ნუ სპეკულირებით გმირების ოჯახის წევრებით, ჩემი პოზიცია კარგად იცით ყველამ რუსეთის მიმართ, რუსეთი მკვლელია, ოკუპანტია და აქ არანაირი მაგრამ აღარ არსებობს……. თქვენ შეურაცხყოფას გმირებს კიარა საკუთარ თავებს, სამშობლოს აყენებთ , ვისაც სხვა დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მიმართ, მაგრამ სად გაქვთ სამშობლო ესაც საკითხავია, ვიმეორებ სამშობლო ის არაა რაც თავად გერგოთ, სამშობლო უნდა მოიპოვოთ, სიყვარულით, ღირსებით, ერთიანობით და თუ საჭირო გახდა ბრძოლით🇬🇪🇬🇪🇬🇪
ჩემმა ერთდერთმა ძმამ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე დათმო სამშობლოს სიყვარულის გამო!!! თქვენ რა გააკეთეთ?- წერს სოფო სოფრომაძე.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.