გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

21.08.25 16:14
გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

ფრაქციამ “ნაციონალურმა მოძრაობა” გორის საკრებულოში თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.

ინფორმაციას “მოზაიკა“ ავრცელებს.

მიზეზი დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

ფრაქციის წევრების განცხადებით, დავით რაზმაძემ წარსულშიც არაერთხელ გააკეთა პრორუსული განცხადებები, რის გამოც პასუხი არ უგია. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს არაერთხელ გაუკეთებია პრორუსული და მოღალატეობრივი განცხადებები. თუმცა გუშინ გამოქვეყნებული ინტერვიუ,სადაც ის მადლობას უხდის ოკუპანტებს 2008 წლის ომის დღეებში გორში შემოსვლისთვის, ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება. აქედან გამომდინარე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიგვაჩნია, რომ რაზმაძემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულომ უნდა განახორციელოს მისი იმპიჩმენტი", - აცხადებს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, ბექა ქორჩილავა. 

მისივე  თქმით, იმპიჩმენტის პროცედურისთვის საკრებულოს წევრთა 12 მანდატია საჭირო. 

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.

მსგავსი სიახლეები