ივანიშვილს ბრიტანული სანქციების შიშის ბევრი მიზეზი აქვს - მაკლირის ინტერვიუ "პირველებთან"
ივანიშვილს ბრიტანული სანქციების შიშის ბევრი მიზეზი აქვს - ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკლირი, ქართული ოცნების დამფუძნებელს მძიმე დღეებს უანონსებს- "ბევრი მიზეზი აქვთ დარდისთვის".
ბრიტანეთის მთავრობის სანქცირებას ივანიშვილზე ძლიერი ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს - აცხადებს თემთა პალატის წევრი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ივანიშვილის სანქცირების მთავარი ლობისტი ამბობს, რომ მართალია ჯერჯერობით "ოცნების" დამფუძნებლის, ირაკლირუხაძის და მისი ახლო გარემოცვის სანქცირება ვერ მოხდა, თუმცა ოფიციალური ლონდონიი მუშაობს და არავინ იცის, როდის ამოქმედდება შეზღუდვები.
ბიძინა ივანიშვილის ბრიტანული სანქციების შიშისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ბრიტანული სანქციები ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ცენტრია. როდესაც ადამიანები სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან მათზე დიდ გავლენას ახდენს. ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილი გამოაშკარავებულია. მას აქვს დიდი ქონება აქ და საზღვრისმიღმა ტერიტორიებზე. აქედან გამომიდინარე, ბრიტანეთის მთავრობის სანქცირებას მასზე ძლიერი ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს. როდესაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ვახსენეთ ქართული ოცნების ისტერია თვალსაჩინო იყო. კონსპირაციული თეორიები და უცნაური საუბრები ომის პარტიაზე- ეს არის ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნების პარტია იყენებს.
ბევრი მიზეზი აქვთ დარდისთვის. ვფიქრობ, ივანიშვილიც დარდობს ამაზე. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ ზეწოლას. მთელი ევროპაა უკმაყოფილოა იმით, როგორც ის იქცევა და რა ეფექტიც აქვს ქართულ დემოკრატიაზე. იმედგაცურებაა, რომ ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ არ მიიღო პირდაპირი ზომები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგამ გავაგრძელებთ ზეწოლას . მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე დავაყენეთ ეს მოთხოვნა პარლამენტში. საკმაოდ ფართოდაა ეს მოთხოვნა გავრცელებული ბრიტანეთიდან. აშკარაა, რომ ივანიშვილმა საპირისპირო როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში. ჯერჯერობით ბიძინა ივანიშივლის, რუხაძის და მისი ახლო გარემოცვის სანქცირება ვერ მოხდა, თუმცა, ჩვენ უკვე დავუწესეთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს , რაც მთვრობის მცირედი ნაბიჯია. სექტემბერში ჩვენ დავუბრუნდებით საპარლამენტო სესიებს და გავარძელებთ მთავრობაზე ზეწოლის მოხდენას, რომ მიიღონ სწრაფი ზომები. ამერიკელები ჩვენზე წინ არიან. მათ უფრო მკაცრი ზომები გამოიყენეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელებთან მუშაობას", - აცხადებს მაკლირი.
ასევე ნახეთ: