დათაშვილის ადვოკატი: სასამართლომ 112-სგან ჩანაწერის ამოღებაზე უარი მითხრა
"მოვითხოვე 112-სგან ჩანაწერის ამოღება. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატი, თამარ გაბოძე აცხადებს.
უფლებადამცველის თქმით, მას 112-მა ნინო დათაშვილის ზარის ჩანაწერზე უარი უთხრა და სასამართლოს განჩინებაზე მიუთითა, რის შემდეგაც თამარ გაბოძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და 112-ის ჩანაწერის მნიშვნელობაც აუხსნა, თუმცა "სასამართლომ თავისი დამოკიდებულება განჩინებაშიც გადაიტანა და განმარტა, რომ ადვოკატს 112-ის ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად", რაც ადვოკატის თქმით, სასამართლსო ტენდენციურობაზე მიუთითებს.
პირადად ჩემს მიერ იქნა მოთხოვნილი 112-სგან ჩანაწერის ამოღება. 112-მა თავიდან მითხრა უარი და მიმითითა სასამართლოს განჩინებაზე, მივმართე საქალაქო სასამართლოს და ავუხსენი მნიშვნელობა მათ შორის, 112-ის ჩანაწერის. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით.
ერთი გარემოება იყო სასამართლოს დასაბუთების, რომ თითქოს ეს ორი ამბავი ერთმანეთთან არ იყო კავშირში იმის მიუხედავად, რომ იყო ერთი ინციდენტი და ორი მხარე სხვადასხვა ისტორიას ასახავდა და ამით უნდა გამორკვეულიყო სიმართლე. მეორე, ყველაზე საოცარი იყო ის, რომ სასამართლომ თავისი ტენდენციურობა და თავისი დამოკიდებულება განჩინებაშიც გადაიტანა. თავის განწყობა განჩინებაში გადაიტანა და სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატს 112-ის ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად.
ატარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას თურმე და ნინო დათაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ უთხრეს. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, რადგან პაციენტის შესახებ უფლებების შესახებ კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, სხვა არაერთი ნორმატიული შინაარსი, რაც არის სახელმძღვანელო პრინციპი ამ შემთხვევაში, კატეგორიულად ხაზს უსვამს ინფორმირებულ თანხმობას, ანუ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ადამიანს, როდესაც ხდება სამედიცინო მანიპულაცია მის თავს," - ამბობს თამარ გაბოძე.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.
ამასთან ნინო დათაშვილის ადვოკატის, ელისო რუხაძის განცხადებით, პროკურატურამ ვერ ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად იძულებით სტაციონარში გადაყვანის განჩინება.