“ნიუ იორკ თაიმსის“ პრესსპიკერი რაზმაძესთან ინტერვიუზე: მის სიტყვებს ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ
“ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც „The New York Times“-თან გორის საკრებულოს შენობაში შედგა“- ასე უპასუხა „ნიუ-იორკ თაიმსის“ პრესსპიკერმა “პირველების“ კითხვას რაზმაძის ბრალდებასთან დაკავშირებით და გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მათი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლად შეაფასა.
გამოცემის თქმით, “ამ ყველაფრის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება.“
ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც „The New York Times“-თან გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება". - წერია NYT-ის პასუხში.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.