გვყავს ოქროს მოწმეები, ბევრს იტყვიან - covid 19-ით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა პოლიციაში მივიდა

12.10.21 12:23
გვყავს ოქროს მოწმეები, ბევრს იტყვიან - covid 19-ით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა პოლიციაში მივიდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა საგამოძიებო ორგანოში იმყოფება. ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. 

გარდაცვლილი სპორტსმენის მამა შვილის გარდაცვალებაში იმ კლინიკის პერსონალს ადანაშაულებ,ს სადაც ვახო ჩარკვიანი მკურნალობდა. 

გარდაცვლილის მამამ, დოლიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გარკვეული მტკიცებულებები მიიტანა. 

ტელეფონში მაქვს ჩემი შვილის "ვოისები", მიმოწერები, ძირითადი მიმოწერები ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს აქვთ. გვყავს რამდენიმე ოქროს მოწმე, რომელებიც ბევრ რამეს იტყვიან. ვითხოვ, დაიწყოს განჩინებები და იმ ვიდეო-მტკიცებულებების ამოღება მოხდეს, რაზეც 7 ოქტომბერს ვისაუბრე. საუბარია რეანიმაციულ ჩანაწერებზე, როცა ჩემი შვილი რეანიმაციაში, აპარატზე იყო შეერთებული"- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა.