"ჩემი თანდასწრების გარეშეა გამოკითხული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად" - თეკლა გერსამიას ადვოკატი
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 24 წლის წლის ქალის ადვოკატი ამბობს, რომ კაცმა სასიკვდილო ჭრილობა თეკლა გერსამიას თვალწინ მიიყენა. ინტერესების დამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეუღლის გადარჩენასაც კი ცდილობდა.
ამასთან, ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ქალის მის გარეშე გამოჰკითხეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ, - ამბობს ადვოკატი.
ერთხელ დაირტყა, მეორედ ვერც დაირტყამდა, იმიტომ, რომ ერთხელ დაირტყა, ამოაცალა. თეკლას თალწინ დაირტყა და "მოდი, მიშველეო". ამანაც გამოაძრო (დანა), ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. მოვიკიდე და წავიყვანეო.
ჩემი თანდასწრების გარეშეა გამოკითხული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე და არაფერი იქნებაო. ბავშვი ჰყავდა თან თეკლას და ამ ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო. ამ მიზნით მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა. ოქმში ეწერა, რომ მე დავარტყი დანაო, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქართველი ტიკ ტოკერი თეკლა გერსამიაა დაკავებული. წყვილი სამეგრელოდან იყო, ცოტა ხნის წინ მათ ხელი მოაწერეს და საცხოვრებლად თბილისში, ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე წყვილმა იჩხუბა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რა დროსაც ქალმა ქმარი სამზარეულოს დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
სხვა ვერსიაზე საუბრობს დაკავებულის დედა. ქალი ამბობს, რომ ქმარი მის შვილს მუდმივად თავის მოკვლით ემუქრებოდა და ამ გზით მასზე მანიპულირებდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თეკლა გერსამიას 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.