ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში წარდგება - დაარღვევს თუ არა დუმილს გელა უძილაური?
კრიმინალური ავტორიტეტის ძმის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გელა უძილაური დღეს სასამართლოში მიიყვანენ. ეს იქნება მისი პირველი გამოჩენა მოსამართლის წინაშე ხმაურიანი დაკავებების შემდეგ.
ჯერჯერობით უცნობია, დაარღვევს თუ არა დუმილს ბრალდებული. უცნობია, რას იტყვის სასტუმრო „თბილისი თაუერში“ ძმებ მიქაძეებთან და ბიზნესმენ ჯოხაძესთან შეხვედრის მიზნის შესახებ და მიიღო თუ არა სწორედ აქ, სასამართლოს გვერდით მდებარე შენობაში, დავალება ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე.
დღეს ასევე განმარტებებს, სავარაუდოდ, პროკურორიც გააკეთებს. მან უნდა თქვას, რა ეტაპზეა გამოძიება და მიდის თუ არა ის შემკვეთამდე.
ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, გადამოწმდეს საქმეში არსებულ ოქმში აღნიშნული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფარცხალაძეს ჯანგველაძესთან კონფლიქტი ჰქონდა.
ინტერესების დამცველი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ რომ არა სუსის და შსს-ს უმოქმედობა და თვალის დახუჭვა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ვერ მოხდებოდა.
გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ბოლო პერიოდში ოთარ ფარცხალაძესთან და ჩემი,როგორც დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნა არის, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმდეს, გამყარდეს სხვადასხვა მტკიცებულებებით და ის შეკითხვა, რომელიც არსებობს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
ფაქტია, რომ შსს-ს და სუსის უმოქმედობა რომ არა, გელა უძილაური ვერ მოკლავდა ლევან ჯანგველაძეს. მათ თვალი დახუჭეს და გელა უძილაურიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას არ დააკავებდნენ.
დღევანდელ პროცესზე განიხილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯება და მოსამართლე გადაწყვეტს საქმის არსებითად გადაცემის საკითხს.
რაც შეეხება იმას, ბრალდებული გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას, ჯერჯერობით ამასტან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩემტვის ცნობილია, ის აპირებს, გამოიყენოს დუმილის უფლება.მან აქამდე გამოიყენა დუმილის უფლება, მან აქამდე არ უპასუხა მნიშვნელოვან შეკითხვებს და ჯერჯერობით, როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მომავალში რას გააკეთებს, ამის წინასწარ განსჭვრეტა შეუძლებელია, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ძმის მკველლობის საქმეში ახალი სტკანლური დეტალები ხდება ცნობილი. გუშინ "პირველებმა" გაარკვია, რომ არსებობს პირდაპირ ჩვენება ოთარ ფარცახალაძე-რომანოვის წინააღმდეგ.