ვინ არის გამომძიებელი, რომელიც, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალის ადვოკატის თქმით, მას "გაკოჭვით ემუქრებოდა"?

25.08.25 15:34
ვინ არის გამომძიებელი, რომელიც, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალის ადვოკატის თქმით, მას "გაკოჭვით ემუქრებოდა"?

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალის ადვოკატი ვაკე-საბრუთალოს მეორე განყოფილების გამომძიებლებს მუქარასა და სავარაუდო ძალადობაში ადანაშაულებს - იურისტი ამბობს, რომ გამომძიებელი ზვიად ნოზაძე მას "გაკოჭვით ემუქრებოდა", ხოლო განყოფილების ფოეში მყოფი მას ფიზიკურადაც შეეხო. 

გარდა ამისა ადვოკატი განმარტავს, რომ თეკლა გერსამიას დაერღვა დაცვის უფელაბ, ვინაიდან ის 4 საათის განმავლობაში პოლიციიის განყოფილებაში იურისტის გარეშე იკითხებოდა. 

ბატონი ზვიად ნოზაძე დამემქრა გაკოჭვით, თუ საგამოძიებო მოქმედებებში ხელს შევუშლიდი, ასევე ხელით შემეხო მორიგე, რომელიც ზის ფოიეში, თუმცა, სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცი. ზვიად ნოზაძე არის სამმართველოს თანამშრომელი. მეუბნებოდა, დაგაბამო და როგორ არ მომცემ თანხმობას და როგორ არ ავიღებ ნიმუშს, მაგასაც განახებო. მასთან ერთად კიდევ 15 თანამშრომელი იმყოფებოდა. რაც შეეხება ჩემი დავცის ქვეშ მყოფს, მას არ მიეცა უფლება დაკითხვის დროს, რომ ჰქოლოდა ადვოკატი. თვითონ კი იყო აფექტურ მდგომარეობაში", - აცხადებს ადვოკატი.

პოლიციელების მიერ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დღეს ასევე სასამართლო სხდომაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმა ქალმა:

სხდომის დასრულების შემდეგ, "პირველებმა" საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს ჰკითხა, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პოლიციელებით, რომზეც ბრალდებული და ადვოკატი საუბრობენ. შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმოკლეს ვადაში ექნება რეაგირება.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.