ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დაარღვია თუ არა დუმილი უძილაურმა სასამართლოზე და გავიდა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძეზე?
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებული გელა უძილაური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
- "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობისთ პატიმრობაში დატოვებით მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გელა უძილაური ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მან დღეს მხოლოდ ის უთხრა სასამართლოს, რომ ნაფიც მსალულებზე უარს აცხადებს და დუმილი სწორედ ამ დროს დაარღვია.
- მოსამართლემ მას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გამოყენებაც შესთავაზა.
„გელა უძილაურმა გამოიყენა დუმილის უფლება. არაფერი განსხვავებული, რაც გამოძების ეტაპზე იყო, იგივე დააფიქსირა სასამართლო პროცესზე, თუმცა ადვოკატებმა განმარტეს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს გელა უძილაურის ბრალეულობას, რაც არ შეესაბამება რეალობას. რაც ბრალი აქვს წაყენებული - ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის, ადასტურებს, როგორ ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეო მასალა, ასევე მისი მობილური ტელეფონის ანძები, რომელიც ადასტურებს, სად როდის გადაადგილდებოდა გელს უძილაური", - განაცხადა სხდომის შემდეგ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძეს "პირველებმა" ჰკითხა, გავიდა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძის კვალზე და არის თუ არა საქმეში მტკიცებულებები ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ,
ვეფხვაძე მხოლოდ ის თქვა, რომ "გამოძიება მიმდინარეობს".
- ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ძმის მკველლობის საქმეში ახალი სტკანლური დეტალები ხდება ცნობილი. გუშინ "პირველებმა" გაარკვია, რომ არსებობს პირდაპირი ჩვენება ოთარ ფარცახალაძე-რომანოვის წინააღმდეგ.
- რამდენიმე თვეა სხვადასხვა წყარო აქტიურად წერს, რომ "კრიმინალური ავტორიტეტის" მერაბ ჯანგველიძის, იგივე "სოხუმსკის" ძმის მკვლელობის საქმეში გარეულია არა მხოლოდ მთაწმინდის საძმო, არამედ ოთარ ფარცახალძეც.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეტა გელა უძილაურის ადვოკატმაც.
„საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით არ დასტურდება, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა შეკვეთით მკვლელობა, შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საქმის გამოძიებისთვის დაბრუნება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმე არის გამოსაძიებელი დღეის მდგომარეობით. პროკურორი აპელირებს, რომ თითქოს ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გელა უძილაურს ბრალდება არ უდასტურდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია.
გელა უძილაური იყენებს დუმილის უფლებას, ის თავს დამნაშავეს არ ცნობს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს“, - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მათ მოწმეთა რიგებში პროკურატურის მოწმეებიც არიან, რომლებიც ჩვენებას „დაცვის მხარის სასარგებლოდ მისცემენ”.
„ჩამონათვალია მოწმეების, ესენი არიან საქმესთან შემხებლობაში სხვადასხვა პირები, მათ შორის ჩვენ მოწმეებად მიგვაჩნია პროკურატურის მოწმეებიც“, - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.