სასამართლოს დამოუკიდებლობა ფეხქვეშ არის გათელილი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში არ შეუშვეს და არც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისცა მას 11 პირის პროცესზე დასწრების უფლება, შენობაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა მედიასთან.
მან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა "ფეხქვეშ არის გათელილი".
სასამართლომ რაც გვაჩვენა ყველამ ვიცით, გუშინ დავწერე იმაზე, რომ ჩვენი კონსტიტუცია უკვე აღარ არსებობს და მათ შორის სასამართლო და მათი ინსტიტუტები, ასევე მათი დამოუკიდებლობა, ყველაფერი არის დღეს ფეხქვეშ გათელილი. ამიტომ, ვიცით რა არის სასამართლო, თუმცა სანამ განაჩენი გამოტანილი არ არის, ადამიანს ყოველთვის უნდა დაუტოვო შანსი, რომ თვითონ აიღოს პასუხსიმგებლობა და თავისი სინდისი აალაპარაკოს. ამიტომ, არ მიყვარს წინასწარ ვთქვა, რომ რომელიმე მოსამართლის იმედი არ გვაქვს. სასამართლოსი არ გვაქვს, მაგრამ, მოსამართლე, როგორც თავისუფალი და პასუხისმგებელი მაინც გვქონდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.