ხანძარი თევდორე მღვდელზე - რა ვერსიები აქვთ მოვაჭრეებს

26.08.25 13:37
ხანძარი თევდორე მღვდელზე - რა ვერსიები აქვთ მოვაჭრეებს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ამ დრომდე "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. დამწვარი შენობა ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული დაა პოლიცია მეთვალყურეობს. მოვაჭრეეები ახლა ელოდებიან ნებართვას, რომ შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ და ზარალი დაითვალონ.

თვითდასაქმებულებს არ სჯერათ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე კონკრეტულ ინვესტორს საკუთარი გეგმები აქვს.

წაუკიდებენ "თერგის" ბაზრობას ცეცხლს და დავრჩებით ჰაერში. ეს არის რეალობა, - ამბობს მოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცეცხლი ოთხსართულიან შენობაში დილის 6 საათზე გაჩნდა. პირველადი ვერსიით, ადგილზე ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა. აალება გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე-მაშველი  4 საათის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა.